რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათი პროდიუსერი, ბექა ბერაძე, 3 საათზე პოლიციამ აქციაზე დააკავა, რის შემდეგაც მის ადგილსამყოფელს 4 საათის განმავლობაში ვერ არკვევენ.
რადიო თავისუფლების ცნობით, ბექა ბერაძე პარლამენტთან მდებარე ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს.
"ბექა ბერაძე დაკავებამდე ძმასთან და მეგობართან ერთად იყო. ძმა თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. თორნიკე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ამის შესახებ პოლიციიდან ოჯახს შეატყობინებს. ბექა ბერაძის ადგილსამყოფელი კი უცნობია", - წერს რადიო თავისუფლება.