„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაპირისპირებისას, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი, თორნიკე თვაური დაშავდა.
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის თქმით, ჟურანლისტებს თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის საშუალება ეძლევათ.
„ყველა ჟურნალისტს ეძლევა თავისუფლად მუშაობის საშუალება თუ რაიმე ინციდენტი მოხდა და ვინმე დაშავებულია, მივიღეთ ზომებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.