logo
ENG



აქციები ლონდონში - დემონსტრანტების თავდასხმის ობიექტი ქანდაკებები გახდა

12 ივნ 202020:31
3 წუთის საკითხავი
 

ბორის ჯონსონი ბრიტანელებს მოუწოდებს რასიზმის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა არ მიიღონ. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი მიიჩნევს, რომ ხალხს შეუძლია პროტესტი სხვა ფორმით გამოხატოს. ლონდონში კი არეულობებისთვის ემზადებიან. ქალაქის ცენტრში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. დამცავი ბარიერები აღმართეს ისტორიულ ძეგლებთან. მათ შორის უინსტონ ჩერჩილის ქანდაკებასთანაც, რომელიც დემონსტრანტების თავდასხმის ობიექტი ერთი კვირის წინ უკვე გახდა. რამდენიმე დღის წინ დემონსტრანტებმა ჩერჩილის ქანდაკებას სიტყვა რასისტი დააწერეს.

 პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო აქციებმა, რომელიც აფრო ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, ძეგლების აღების კამპანიაში გადაიზარდა. მომიტინგეების სამიზნე არაერთი კოლონისტის ქანდაკება გახდა. ინგლისის ქალაქ ფულში  სკაუტების მოძრაობის დამაარსებლის და ჰიტლერის იდეოლოგიის მხარდამჭერის რობერტ ბადენ პაუელის ძეგლის აღება გადაწყვიტეს. თუმცა მოსახლეობა წინააღმდეგია.  

ბრიტანეთის გარდა ანტირასიზმის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა სამიზნე გახდა ძეგლები ბელგიაშიც. დემონსტრანტებმა ქვეყნის ყოფილი მეფის ლეოპოლდ მეორის ქანდაკებების ნაწილი დაამტვრიეს, ნაწილი კი წითლად შეღებეს. ვანდალიზმის მორიგი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ბრიუსელის მერია ძეგლების აღების საკითხზე საზოგადოებასთან დებატებს იწყებს.

ჰიუსტონი, მაიამი, ბოსტონი, რიჩმონდი- ეს ამერიკის ეს ქალაქებია, სადაც კონფედერაციის გენერალების და სახელმწიფო მოღვაწეთა ქანდაკებები გაანადგურეს. მათ შორის მოხვდა ქრისტეფორე კოლუმბიც. ბოსტონში ქანდაკებას თავი მოატეხეს, რიჩმონდში კი ჩამოხსნეს და მდინარეში ჩააგდეს. ჯერი ნი- იორკზე მოდგა. ქალაქის მერი კოლუმბის ძეგლის აღების წინააღმდეგია.

კაპიტოლიუმის კოლექციათა დარბაზში იმ 12 საზოგადო მოღვაწისა და გენერლის ქანდაკება დგას, რომლებმაც სამოქალაქო ომის დროს კონფედერაციას ერთგულება გამოუცხადეს. ბევრი მათგანი ომის შემდეგ კონგრესმენი ან სენატორი გახდა. ქვედა პალატის სპიკერი თორმეტივე ქანდაკების შენობიდან გატანას მოითხოვს, მაგრამ საამისოდ, კოლეგების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

 


close დახურვა