პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში, სადაც საყოველთაო გაფიცვის ფონზე, მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. პარიზში, ნანტ-ში, მონ-პელიეში და საფრანგეთს სხვა ქალაქებში, ასობით ათასი ადამიანი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად გამოვიდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციებში 800-ს ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საყოველთაო გაფიცვის გამო, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეუერთდნენ, მთელი დღის განმავლობაში თითქმის პარალიზებული იყო სატრანსპორტო მიმოსვლა, გაუქმდა ავიარეისები, სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეწყდა.