logo
ENG



აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება

19 ნოე 201908:14
3 წუთის საკითხავი
 
jyl136boyxhx81c.jpg

ღამემ რუსთაველის გამზირზე ექსცესების გარეშე ჩაიარა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა კარვები ისევ გაშალა. ისინი აცხადებენ, რომ დარბევის შემდეგ საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება და პროტესტის გამოსახატად დღეს ქუჩაში უფრო მეტი ადამიანი გამოვა. აქცია რუსთაველზე დღეს საღამოს 07:00 საათზე განახლდება. თუმცა, დილიდან პარლამენთან მომიტინგეთა ნაწილი შეკრებას დაიწყებს. დღეს პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვაა დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პიკეტირების შეწყვეტას არ აპირებენ. რამდენიმე საათში გაირკვევა,  პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას, თუ აქციის მონაწილეები დეპუტატებს კვლავ არ შეუშვებენ შენობაში.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დანებებას არ აპირებენ და აქციებზე კიდევ უფრო მეტ ადამიანს ელოდებიან. 

„უკან დახევას საერთოდ არ ვაპირებთ, ველოდებით 10-ჯერ უფრო და 20-ჯერ უფრო მეტ ადამიანს, რომლებიც ჩვენთან ერთად დადგებიან და რომლებთან ერთადაც დავასრულებთ ამ უნიათო უვარგის თავში ავარდნილ მთავრობას, რომელსაც ჰგონია, რომ შეუძლია თავში ხელიც წამოგვარტყას და შუა თითებიც გვიჩვენონ, არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ამის უფლებას ჩვენ“,-განაცხდა ერთ-ერთმა აქტივისტმა.


close დახურვა