logo
ENG



აქციის ორგანიზატორები პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან

14 ნოე 201918:59
3 წუთის საკითხავი
 
26b8sknh1vzbtk6.jpg

რუსთაველის გამზირიდან აქციის ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან აპირებენ შეხვედრას. მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" შეხვედრის დეტალებს საზოგადოებას საღამოს 20:00 საათზე გააცნობენ. 

შეგახსენებთ, რომ აქციის ორაგნიზატორები პარლამენტის შენობასთან დილიდან არიან შეკრებილნი. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, საპროტესტო აქციას თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შეურთდა. მათი თქმით, ახლა საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით მოქმედება. 


close დახურვა