logo
ENG



აქციის ფონზე მარნეულში ეპიდ-აფეთქების რისკი კიდევ უფრო მეტად იზრდება

23 აპრ 202020:36
3 წუთის საკითხავი
 

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ჩაბარების პროცესი მარნეულში მწვავე აქციის ფონზე მიმდინარეობდა. უკვე მეორე დღეა ადგილობრივებმა შემოსავლის ერთადერთი წყარო, მოწეული მოსავალი პროტესტის ნიშნად გაანადგურეს. ხელისუფლების მიერ ადგილზე მიყვანილი სადისტრიბუციო მანქანები პროდუქციის ჩასაბარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, რამაც მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია.

ქვემო ქართლის გუბერნატორის ირწმუნება, რომ მოსავლის ჩაბარება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მოსახლეობის მძიმე სოციალური პრობლემის ფონზე, მთავრობა ისევ ოპოზიციის ბრალდებით იყო დაკავებული. ადგილზე იყვნენ სამართალდამცველები, მაგრამ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სავალდებულო დისტანციის დაცვა ვერ უზრუნველყო, ჩაკეტილ მარნეულში კი ეს ეპიდ-აფეთქების რისკს ზრდის.

უფრო ზუსტად, ადგილობრივების თქმით მათ ძალიან დიდი ოდენობით პროდუქტი უფუჭდებათ ათამდე მანქანა , რომელიც დღეს მარნეულის სოფლებში შევიდა  - ადგილობრივების განცხადებით - საკმარისი არ არის. ფერმერები კომპანიის მიერ შეთავაზებული ფასითაც უკმაყოფილოები არიან. 

შეგახსენებთ, მარნეულის რამდენიმე სოფელში  სიტუაცია  გუშინ  მას შემდეგ დაიძაბა, რაც  მოსახლეობამ სარეალიზაციოდ გამზადებული მოსავალი გზაზე დაყარა და საპროტესტო აქციები 5 სოფელში პარალელურად გამართა. აქციის მონაწილეები მათი მოსავლის რეალიზაციას ითხოვდნენ და მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კრიზისზე  მიუთითებდნენ.  პროდუქციის ჩაბარების პროცესი მარნეულსა და ბოლნისის სოფლებში  მომდევნო დღეებშიც  გაგრძელდება.  6 დღის განმავლობაში ახალი კოვიდ ინფიცირების შემთხვევა რეგიონში  არ დაფიქსირებულა, თუმცა ვირუსის გავრცელების რისკი აქ ისევ მაღალია, რადგან შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა პროდუქციის ჩაბარებას ცდილობს, ერთად იკრიბება და სოციალურ დისტანციას არ იცავს.


 

 

 

 


close დახურვა