24 იანვარს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან, ტრანსპორტის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.
"ხმას არავინ იღებს და ამათი საქციელი უკონტროლო გახდა.
სკამების დატოვება არავის უნდა, ამიტომ აუცილებლად გაიგებენ ჩვენს ლაპარაკს!" - ნათქვამია აქციის ტექსტში.
ხვალ, 24 იანვარს შეზღუდვების გასაპროტესტებლად და ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის მოთხოვნით სხვა აქციებიც არის დაგეგმილი.