logo
ENG



აღენიშნება დაბალი ტემპერატურა - ინფექციურში კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს

06 თებ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. მას ტემპერატურა აღენიშნება და კლინიკაში თავად მივიდა. 30 წლის ქალი 3 დღის წინ შანხაიდან ჩამოვიდა, ამიტომ დაკვირვების მიზნით ის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. ახალგაზრდა ქალის ბიოლოგიურ მასალას, ანალიზის მიზნით, ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც წინა დღეებში იმყოფებოდნენ კლინიკაში, ყველა მათგანი გაწერილია. 

"კლინიკაში არის ერთადერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც იმყოფებოდა შანხაიში. აღენიშნება დაბალი ტემპერატურა, მაგრამ რადგან მსოფლიოში არის ცნობები, რომ შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ დაბალი ტემპერატურით მოდის, ამიტომ გაძლიერებულად ვაკვირდებით. ამჟამად ჩვენთანაა და უტარდება გამოკვლევები. ხვალ დილით აიღებენ ნაცხს კორონავირუსსზე და პასუხი მალევე იქნება",-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.


close დახურვა