თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო.
როგორც "ფორმულას" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 236-ე მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, კაცმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.