თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა.
პოლიციამ აღმაშენებლის გამზირის #75-ში მდებარე 4-სართულიანი საოფისე შენობა დალუქა.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია სავარაუდოდ ე.წ. კოლცენტრებთან დაკავშირებით ჩატარდა. შენობიდან კომპიუტერული ტექნიკა გამოიტანეს.
ფორმულა დეტალებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.