აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში კაცმა ხელყუმბარა ააფეთქა. როგორც ცნობილია, მან ნომერი გუშინ ღამით დაიქირავა.
კაცი კლინიკაშია გადაყვანილი და მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის, ბენზინის, ნავთის ან სხვა ნივთიერების განზრახ აფეთქებას გულისხმობს.