logo
ENG



აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ფინალისტს მე-7 თამაში გადაწყვეტს

10 სექ 202011:43
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, პლეიოფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ტორონტო რეპტორსმა და ბოსტონ სელტიქსმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობა შემოგვთავაზეს და მატჩი ორი ოვერტაიმის შემდეგ დაასრულეს.

დრამატულ დაპირისპირებაში, გამარჯვება კანადურ გუნდს დარჩა და გულშემატკივარი სერიის მეშვიდე შეხვედრას იხილავს.  გამარჯვებული გუნდის შემადგელობაში საუკეთესო კაილ ლაური იყო, რომელმაც 33 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კარგად ითამაშეს ბოსტონის ლიდერებმა, ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა, თუმცა მათი კარგი ასპარეზობა წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

საბოლოოდ, ტორონტომ მეტოქეს 3 ქულით აჯობა და ანგარიშით 125-122 დაამარცხა, კონფერენციის ფინალში გასული გუნდის ვინაობა კი ზეგ გამთენიისას გაირკვევა.


close დახურვა