logo
ENG



აღსაზრდელების დასჯის მეთოდები ნინოწმინდის პანსიონში

03 ივნ 202120:40
3 წუთის საკითხავი
 

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით მაღალ სასულიერო იერარქებს ახალი გზავნილი აქვთ. მღვდელმთავრები დღეს უკვე ვეღარ უარყოფენ, რომ ბავშვებზე ძალადობის ფაქტები ნამდვილად არსებობდა. ამ დრომდე სასულიერო პირები ამტკიცებდნენ, რომ პანსიონში ყველაფერი რიგზე იყო. მღვდელმთავრების რიტორიკა მას შემდეგ შეიცვალა, რაც სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბავშვებზე ძალადობის ოთხს ეპიზოდზე გამოძიება იყო დაწყებული. ამ საქმეების თაობაზე საზოგადოებამ მხოლოდ გუშინ შეიტყო. საპატრიარქო ამტკიცებს, რომ გამოძიებაზე არაფერი იცოდა. 

 

close დახურვა