logo
ENG



აშშ, დიდი ბრიტანეთი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე რუტეს კანდიდატურას მხარს უჭერენ

22 თებ 202418:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/22/36fdvxhvgm41j2x.jpg

აშშ და დიდი ბრიტანეთი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურას მხარს უჭერენ. 

იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის პოსტს ოქტომბერში დატოვებს. რუტე კი ნიდერლანდების წარმავალი პრემიერმინისტრია. 

"პრეზიდენტი ბაიდენი მტკიცედ უჭერს მხარს პრემიერმინისტრ რუტეს კანდიდატურას NATO-ს შემდეგი გენერალური მდივნის თანამდებობაზე. პრემიერ რუტეს ღრმად ესმის ალიანსის მნიშვნელობა, არის ბუნებრივი ლიდერი და კომუნიკატორი და მისი ხელმძღვანელობა კარგად მოემსახურება ალიანსს ამ კრიტიკულ დროს", - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

NATO-ს ლიდერები კონსენსუსის საფუძველზე ინიშნებიან, რომელიც მისი 31 წევრის მხარდაჭერას მოითხოვს ან სულ მცირე, ოპოზიციის არ ყოფნას. 

რუტემ, რომელიც ამ პოსტზე ფავორიტ კანდიდატად მიიჩნევა, აღნიშნული თანამდებობის მიმართ გასულ წელს თავისი ინტერესიც გამოხატა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუტე NATO-ში პატივსაცემი ფიგურაა.

ნიდერლანდების ისტორიაში რუტე ყველაზე ხანგრძლივი პრემიერმინისტრი იყო. გასულ წელს მან მოულოდნელად გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა ამ დრომდე მთავრობის დროებით ხელმძღვანელად რჩება, სანამ კოალიციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.

სტოლტენბერგს, ნიდერლანდების ყოფილ პრემიერმინისტრს, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა 2014 წლიდან უკავია. მისი უფლებამოსილების ვადა გასული წლის ივლისში მეოთხედ გაახანგრძლივეს, რადგანაც ალიანსმა ამჯობინა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ალიანსს გამოცდილი ლიდერი ჰყოლოდა.


close დახურვა