logo
ENG



აშშ-ის 6 შტატს ტორნადომ გადაუარა. დაიღუპა, სულ მცირე, 80 ადამიანი

12 დეკ 202112:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/12/66k6jqlk5k50xd1.jpg

აშშ-ის 6 შტატს ტორნადომ გადაუარა. სტიქიას, სულ მცირე, 80 ადამიანი ემსხვერპლა. 

სტიქია იყო არკანზასის, ილინიოსის, კენტუკის, მისისიპის, მისურისა და ტენესის შტატებში. 

CNN-ს მეტეოროლოგების თქმით, ტორნადოების რიცხვი 30-ზე მეტი იყო. 

კენტუკის გუბერნატორმა თქვა, რომ მხოლოდ ამ შტატში, კენტუკის ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს ღამეს 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

ტორნადომ დაანგრია სანთლის ქარხანა კენტუკის შტატში, კომპანია Amazon-ის საწყობი დასავლეთ ილინიოსში და მოხუცთა თავშესაფარი არკანზასში

კენტუკიში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

სტიქიას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "წარმოუდგენელი ტრაგედია" უწოდა. მისივე თქმით, გეგმავს, თავად ჩავიდეს იქ, სადაც სტიქია მოხდა. 


close დახურვა