logo
ENG



აშშ-ის გენერალური პროკურორი მოულოდნელად უკრაინაში ჩავიდა

03 მარ 202323:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/03/cl19ys960s62y46.jpg

აშშ-ის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი მოულოდნელად უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ ვრცელდებოდა.

გარლანდი ლვოვში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მიიწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი შეუერთდა კონფერენციაზე "გაერთიანებული სამართლიანობისთვის".

ოფიციალური პირის თქმით, გარლანდმა "რამდენიმე შეხვედრა გამართა და დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს მის მეზობელზე უსამართლო და არაპროვოცირებულ შეჭრაში ჩადენილი დანაშაულებისთვის".


close დახურვა