logo
ENG



აშშ-ის გენშტაბის უფროსი: ლავროვის განცხადება ბირთვულ ომზე სრულიად უპასუხისმგებლოა

26 აპრ 202220:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/26/ixnj5xhiutom1mj.jpeg

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება ბირთვულ ომზე "სრულიად უპასუხისმგებლოა". 

სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ბირთვული ომის საფრთხე "სერიოზული და რეალურია".

მარკ მილის განცხადებით, "ნებისმიერ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს უმაღლესი რანგის ლიდერი ატომური იარაღის შესახებ მუქარის შემცველ გაზვიადებულ განცხადებებს აკეთებს, ამას ყველა სერიოზულად იღებს". 

მილი ამბობს, რომ აშშ-ის არმია აკვირდება რუსეთის ბირთვულ საფრთხეს "მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად". 

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, აშშ და უკრაინა ორიენტირებულია იმაზე, რომ ვითარება კონტროლიდან არ გავიდეს. 

"ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერი შესაძლებლობა ძალიან საშიში და უსარგებლოა. არავის სურს ბირთვული ომის ხილვა. ამის მოგება არავის შეუძლია". - განაცხადა ოსტინმა. 


close დახურვა