logo
ENG



აშშ-ის ელჩი საქართველოზე: რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები და ბორდერიზაცია შეწყვიტოს

06 მარ 202008:25
3 წუთის საკითხავი
 

"რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება უნდა შეასრულოს, გაიყვანოს თავისი ძალები და ბორდერიზაცია შეწყვიტოს", - ეს განცხადება საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში გააკეთა.

კელი დეგნანის თქმით, რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორია შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რაც საკუთარი საზღვრების დაცვას ისახავს მიზნად.

ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება უცვლელია.

 

 


close დახურვა