logo
ENG



აშშ-ის ელჩი უკრაინაში: თუ რუსებს სურთ ომის შეჩერება, პუტინს ამის გაკეთება დღესვე შეუძლია

09 დეკ 202217:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/09/et5m4gcqgqkcizp.jpg

აშშ-ს ელჩი უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ თუ რუსებს სურთ ომის შეჩერება, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ამის გაკეთება დღესვე შეუძლია.

"თუ რუსებს სურთ ომის შეჩერება, პუტინს ამის გაკეთება დღესვე შეუძლია. მას შეუძლია შეაჩეროს, გაიყვანოს თავისი ჯარები და ომი დასრულდება. თქვენი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მხარდაჭერა და უკრაინელების დაცვის უფლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა აშშ-ს ელჩმა უკრაინაში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში ომის დასასრულებლად.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, პუტინს შეუძლია გამოიყენოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან ახალი შეტევის დაწყებამდე არმიის შესავსებად.


close დახურვა