მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში შეიარაღებული კაცი ერთ-ერთ სკოლაში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა. დაღუპულები არიან სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, თავდამსხმელი დაახლოებით 20 წლის კაცია. ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი.