ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმთან ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც კაპიტოლიუმი ლოქდაუნის რეჟიმზე გადავიდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, კაპიტოლიუმთან მყოფ პოლიციელებს ავტომობილი დაეჯახა. ინციდენტის შემდეგ, ორი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რაც შეეხება ავტომობილს მძღოლს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანიდან გადმოსვლის დროს, მას ხელში დანა ჰქონდა. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა ის დაჭრეს. ეჭვმიტანილი ასევე კლინიკაშია გადაყვანილი.
პოლიციაში აცხადებენ, რომ კაპიტოლიუმის კომპლექსი და მისკენ მიმავალი გზები მაღალი საფრთხის გამო ჩაიკეტა. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებულია. ჯერჯერობით უცნობია ინციდენტის მიზეზები.
I am on lockdown inside the Capitol complex. Lots of first responders called and a helicopter just landed on the East front pic.twitter.com/7hKjPeX3Ah