logo
ENG



აშშ-ის კონტროლირებად აეროპორტს ერაყში თავს დრონებით დაესხნენ

12 სექ 202111:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/12/2gpif6lbpo5swba.jpg

ერაყში, ქალაქ ერბილის საერთაშორისო აეროპორტს თავს დრონებით დაესხნენ - აეროპორტს აშშ-ის სამხედრო ძალები აკონტროლებენ. ამ დროისთვის დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ქურთისტანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების თქმით, აეროპორტთან სამი რაკეტა ჩამოვარდა. თუმცა, განსხვავებულია კონტრტერორისტული ძალების ინფორმაცია - მათი განცხადებით, თავდასხმა თვითაფეთქებადი დრონებით განხორციელდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ, სულ ცოტა, ექვსი აფეთქების ხმა გაიგონეს.

ქურთისტანის რეგიონის დედაქალაქი თავდასხმის ობიექტი რამდენჯერმე გახდა. აშშ-ის წარმომადგენლები წინა თავდასხმებს ირანთან კავშირში მყოფ შიიტურ პოლიციის დანაყოფს უკავშირებენ, რომელთაც პირობა დადეს, რომ იბრძოლებდნენ მანამ, სანამ 2500 ამერიკელი ჯარისკაცი არ დატოვებდა ქვეყანას.

აშშ-ის სამხედრო ძალები ქვეყანაში საერთაშორისო სამხედრო კოალიციის მანდატით მოქმედებენ, რათა დაეხმარონ ერაყის სამხედროებს სუნიტი ექსტრემისტი ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტულ ძალებს მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებიათ.


close დახურვა