logo
ENG



აშშ-ის მდივნის თანაშემწე კონგრესმენების კითხვებს პასუხობს

15 ოქტ 201920:48
3 წუთის საკითხავი
 
4pflpi86rrfs9ku.jpg

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დაკითხვა მიმდინარეობს. ჯორჯ კენტი ჩვენებას დახურულ კარს მიღმა აძლევს. ის წლებია უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე მუშაობს.

მანამდე კანონმდებლების შეკითხვებს 9 საათზე მეტხანს პასუხობდა რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი. ფეონა ჰილის განცხადებით, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, ტრამპის პირად ადვოკატს, რუდი ჯულიანის, ხელყუმბარას ადარებდა, რომელიც ყველას აფეთქებას აპირებდა. ჰილის თქმითვე, ბოლტონი შეშფოთებული იყო უკრაინაზე თეთრი სახლის ზეწოლითაც.

 


close დახურვა