logo
ENG



აშშ-ის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა

05 სექ 202310:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/05/8saz7hfaqukjmcc.png

აშშ-ის პირველ ლედის ჯილ ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. თეთრი სახლის ცნობით, ჯილ ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვირუსზე მისი ტესტის პასუხი უარყოფითია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თეთრი სახლის კოვიდპროტოკოლსა ან პრეზიდენტის განრიგში ცვლილება არ არის. 

9 სექტემბერში ინდოეთში, ნიუ დელიში დიდი ოცეულის სამიტი გაიმართება, რომელსაც ჯო ბაიდენიც დაესწრება.


close დახურვა