აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. ის უჟჰოროდში უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას შეხვდა.
"ჯილ ბაიდენი და ოლენა ზელენსკა ეწვივნენ უჟჰოროდის სკოლას, სადაც უკრაინის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები იმყოფებიან. პირველი ლედის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებაა", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მათივე ცნობით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჯილ ბაიდენის ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო. მან უკრაინა უკვე დატოვა.