logo
ENG



აშშ-ის პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტსა და შვედეთის პრემიერს თეთრ სახლში უმასპინძლა

19 მაი 202218:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/19/uzyuri07t17bvnz.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა NATO-ში განაცხადის შეტანის შემდეგ ფინეთის პრეზიდენტს საული ნიინისტესა და შვედეთის პრემიერმინისტრს მაგდალენა ანდერსონს თეთრ სახლში უმასპინძლა.

ლიდერები თეთრ სახლში მოლაპარაკებებს გამართავენ, შემდეგ კი საჯარო განცხადებებს გააკეთებენ.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონში ლიდერები სამ ქვეყანას შორის მომავალ გზაზე ისაუბრებენ და საკუთარ პოზიციებს გაუზიარებენ ერთმანეთს.

სალივანის განცხადებით, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადი არის „წყალგამყოფი მომენტი ევროპის უსაფრთხოებაში“.

 

close დახურვა