logo
ENG



აშშ-ის რეიგან-ფასცელის სახელობის სტიპენდიანტები: ტირანიის აღმასვლა შოკისმომგვრელია

08 დეკ 202416:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/08/qvgitag4yfrvgew.jpg

ამერიკის შეერთბული შტატების რეიგან-ფასცელის სახელობის დემოკრატიის სტიპენდიანტები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დემოკრატიის სწრაფი ეროზია და ტირანიის ელვისებური აღმასვლა შოკისმომგვრელია.

მათივე თქმით, სიმართლისათვის ბრძოლას აგრძელებენ იქ, სადაც შეუძლიათ.

"საქართველო საფრთხეშია; დემოკრატია საფრთხეშია ხალხი საფრთხეშია;

საქართველოში ამჟამად მოქმედი მთავრობა ხალხს ევროპისკენ სვლას შეჰპირდა. უსამართლო პირობებში ჩატარებული არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში მან ხალხს გამოუცხადა ევროპინტეგრაციის პროცესებიდან გამოსვლა 2028 წლამდე. ეს ადამიანებმა აღიქვეს როგორც რადიკალური გადახვევა ევროპული ინტეგრაციის კურსიდან.

უკვე მერამდენე დღეა საპროტესტოდ გამოსულ შეუიარაღებელ ხალხს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები ფიზიკურად სასტიკად უსწორდებიან და მასობრივად უმიზეზოდ აკავებენ. სადამსჯელო ოპერაციების უკანონო მოქმედებები სასამართლოში არ განიხილება.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა სადავო არჩევნების სარჩელები არ იქნეს მიღებული განსახილველად.

ეს გარემოება ხალხს ტოვებს სრულიად დაუცველს ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული რეჟიმის წინაშე.

ჩვენთვის, როგორც საქართველოს ბევრი მოქალაქისათვის დემოკრატიის იმ ასეთი სწრაფი ეროზია და ტირანიის ელვისებური აღმასვლა შოკისმომგვრელია.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისათვის იქ სადაც შეგვიძლია და იმ ფორმით როგორიც შეგვიძლია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები:

  • ლევან ბერძენიშვილი, რეიგან-ფასცელის სახელობის დემოკრატიის სტიპენდიანტი 2009-10 წელი
  • გია ნოდია, რეიგან-ფასცელის სახელობის დემოკრატიის სტიპენდიანტი 2016-17 წელი
  • ვერა გოგოხია, რეიგან-ფასცელის სახელობის დემოკრატიის სტიპენდიანტი 2018-2019
  • წელი თამთა თვალავაძე, რეიგან-ფასცელის სახელობის დემოკრატიის სტიპენდიანტი 2021-2022 წელ

close დახურვა