ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. მისალოც ტექსტს საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"გილოცავთ საქართველოს დროშის დღეს!" – წერს საელჩო.
მოქალაქეებს ეს დღე საქართველოში უკრაინის საელჩომაც მიულოცა.
"ძვირფასო ქართველო ძმებო!
გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!
ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!" – დაწერა საელჩომ.