საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ განცხადებს აშშ-ის საელჩო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციელებს ყოველდღიურად უწევთ სახიფათო ვითარებაში მუშაობა. სწორედ მათი დამსახურებით რთულ სიტუაციაში მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.
"დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით“, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.