აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ დღეს, საელჩოს ტერიტორიაზე ტვ პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მიმართ ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან თავდასხმის ფაქტს სწავლობენ.
"აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას." - წერია საელჩოს განცხადებაში.
ქართული ოცნების დეპუტატები ტელეკომპანიის მფლობელს ვატო წერეთელს თავს დაესხნენ.
ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. ინციდენტი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საელჩოში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ტვ პირველის ინფორმაციით, ვატო წერეთელს თავს დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა დაესხნენ.
წერეთლის თქმით, ანრი ოხანაშვილი მას უყვიროდა და "საქმეს ურჩევდა", რის შემდეგაც ოცნების დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, სახეში ურტყამდნენ და წერეთლის თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა ჭიქაც ესროლა.
ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე Facebook-ზე წერს, რომ გაშველებს დროს დაზიანებები მიიღო, ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.