logo
ENG



აშშ-ის საელჩო გაფრინდაშვილის საქმეზე: ეს არის დიდი პრობლემის მორიგი სიმპტომი

21 დეკ 201900:06
3 წუთის საკითხავი
 
oukhc8w1i1gay94.png

აშშ-ის საელჩო ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ცხინვალის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს მთავრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებას და არც ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ განაჩენის ლეგიტიმურობას.

საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებას და არც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ დღევანდელი განაჩენის ლეგიტიმურობას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციაში მყოფ პირებს, რომელთაც მათზე გავლენა აქვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი.

„შეერთებული შტატები ამ სამწუხარო შემთხვევას ხედავს როგორც მორიგ სიმპტომს უფრო დიდი პრობლემისა, რაც არის ოკუპაცია და აგრესია. აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა მოხდა სხვა დაკავებების ფონზე, ასევე გაუარესებულია ჰუმანიტარული სიტუაცია, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანთა ცხოვრებას, როდესაც ისინი ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას და გაუარესებულია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ სიტუაცია, რაც ზედმეტად უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებასა და ყოფაზე ორივე მხარეს. ჩვენ ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, სადაც ამ კონკრეტულ და ფართო საკითხებს ყველა შესაბამისი მხარის წინაშე ვაყენებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

 


close დახურვა