logo
ENG



აშშ-ის სენატში საქართველოსთვის დახმარების სისტემის შეცვლაზე საუბრობენ

17 ნოე 202211:06
3 წუთის საკითხავი
 

 აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა თქვეს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.

ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული დახმარების სისტემა ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს რეფორმებს, პარტნიორების მხრიდან მიიღებს დახმარებას.

სენატში შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლა. მათი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. 

"შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორია მისი დამოუკიდებლობის დღიდან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მიაღწია პროგრესს, სწორედ ამაზე იყო დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ჩვენთვის ძალზე შემაშფოთებელია, რადგან ვნახეთ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში. აღმაშფოთებელია კრიტიკა ჩვენი ელჩის მისამართით. ჩვენ ველაპარაკეთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე და ხაზი გავუსვით, რომ კრიტიკა, რომელიც მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფებიდან მოდის, ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას", - თქვა სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა.

სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა და შესაძლოა იფიქრონ, არის თუ არა დრო, რომ გადახედონ სტრატეგიას საქართველოს დახმარებასთან დაკავშირებით.

"რეალობა ისაა, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა. ჩვენ ვუწევთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგისთვის. შეიძლება, ეს დახმარება უნდა დავუკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქმედებებს, მაგრამ დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, რომ შესაძლოა, არ იყოს ამის გაკეთება კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე.

ფაქტია, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ყო მთავარი ვალდებულება. ასე უთხრა საზოგადოებას საქართველოში, შეერთებულ შტატებსა და ევროპულ გაერთიანებასაც, მაგრამ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ სხვა არჩევანზე და შევეცადოთ ისინი ანგარიშვალდებულები გავხადოთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ. გეთანხმებით, რომ ქართველი ხალხის ბრალი არაა, მთავრობის ბრალია,მაგრამ რაღაც ეტაპზე საჭიროა მათ მთავრობას უფრო მეტი ანგარიშვალდებულება მოსთხოვონ", - თქვა შაჰინმა. 


close დახურვა