logo
ENG



აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა გაიმართება

17 მარ 202119:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/17/zl03iyzl1u99z0h.jpg

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 23 მარტს მოსმენა გაიმართება. 

სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს, რომელიც მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული საქართველოში პოლიტიკური ვითარების ზედამხედველობაში. სხდომაზე მომხსენებლები სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი იქნებიან. 


close დახურვა