logo
ENG



აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის ფედერალურ-კონსტიტუციური უფლება გააუქმა

24 ივნ 202218:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/24/bw038q417cfbxmr.png

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ აბორტის ფედერალურ-კონსტიტუციური უფლება გააუქმა. 

რამდენიმე კვირით ადრე, Politico-მ პირველადი დოკუმენტი გაავრცელა, რომელშიც Roe v Wade-ის გადაწყვეტილებით ცნობილი აბორტის  ფედერალურ-კონსტიტუციური უფლების სავარაუდო გაუქების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ცალკეულ შტატებს შეეძლებათ, ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება აბორტის პროცედურის დაშვება-აკრძალვასთან დაკავშირებით. 

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის შტატების ნახევარი ახალ შეზღუდვებს ან აკრძალვებს შემოიტანენ საკუთარ კონსტიტუციებში. მაგრამ ასევე, რამდენიმე შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა, მათ შორის კალიფორნიის, ნიუ-მექსიკოსა და მიჩიგანის ჩათვლით, უკვე გამოაცხადეს, რომ Roe v Wade-ის გააუქმების შემდეგ ისინი საკუთარ კონსტიტუციებში აბორტის უფლებას შეიტანენ. 

პროექტი არის 1973 წლის გადაწყვეტილების (Roe v. Wade) უარყოფა,  რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუცია იცავს ორსული ქალის თავისუფლებას, აირჩიოს აბორტი ხელისუფლების ზედმეტი შეზღუდვის გარეშე.

1992 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსაზრება, რომ ქალის უფლება, აირჩიოს აბორტი, კონსტიტუციურად არის დაცული. ასევე, გააუქმა აბორტის შეზღუდვების გადახედვის მკაცრი კონტროლის სტანდარტი.


close დახურვა