logo
ENG



აშშ-მ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა

08 აპრ 202217:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/08/pyd5bcxvie3or3u.jpg
POLITICO

აშშ-ის სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებმა რუსეთის ხელისუფლების საკუთრებაში არსებულ კომპანიებს სანქციები დაუწესეს.

ახალი სანქციები შეეხო ბრილიანტის მომპოვებელ უდიდეს რუსულ კომპანია Alrosa-სა და გემთსაშენი კომპანია USC-ს.

სახაზინო დეპარტამენტის თქმით, აშშ აგრძელებს კრემლის იმ რესურსებზე შეზღუდვების დაწესებას, რომლებიც პუტინს სასტიკი ომის წარმოებაში ეხმარება.

„დღეს აშშ-ის სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებმა რუსეთის ხელისუფლების საკუთრებაში არსებულ დიდ კომპანიებს სანქციები დაუწესეს. ჩვენ ვაგრძელებთ კრემლის აქტივებზე, რესურსებსა და ეკონომიკის იმ აუცილებელ სექტორებზე წვდომაზე შეზღუდვების დაწესებას, რომლებიც აუცილებელია პუტინის სისასტიკის მომარაგებასა და დაფინანსებისთვის“ - აცხადებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი.

ხაზინამ დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრილიანტის მომპოვებელი რუსული კომპანია, ალროსა. ამ კომპანიაზე მსოფლიოში ალმასის მოპოვების 28% მოდის.

სახელმწიფო დეპარტამენტმა კი სანქციები დაუწესა რუსეთის უდიდეს გემთსაშენ კომპანიას, მის შვილობილ კომპანიებსა და საბჭოს წევრებს.

გაერთიანებული გემთსაშენი კორპორაცია (USC) რუსული კომპანიაა, რომელიც საბრძოლო საზღვაო ხომალდებს ქმნის და პასუხისმგებელია თითქმის ყველა რუსული საბრძოლო ხომალდის შექმნაზე. კომპანია გემებს უცხოელი კლიენტებისთვისაც აშენებს.

სანქცირებულ ადამიანების აშშ-ში არსებული ყველა საკუთრება და აქტივები დაებლოკათ. გარდა ამისა, ყველა ის კომპანია, რომლის 50% ან მეტს რომელიმე სანქცირებული ადამინი პირდაპირ ან ირიბად ფლობს, ასევე იბლოკება. აშშ-ის მოქალაქეებს კი ეკრძალებათ ნებისმიერი ტრანზაქცია სანქცირებულ ადამიანებთან ან კომპანიებთან.


close დახურვა