logo
ENG



აშშ-მ უკრაინელი სამხედროების წვრთნები დაიწყო

30 აპრ 202200:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/30/qyik29i12zgw2un.jpg
20 სექტემბერი, 2021 წელი - სამხედრო წვრთნები ლვივში
Reuters

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გერმანიის ბაზაზე დამატებითი წვრთნები დაიწყო.

დეპარტამენტის სპიკერის ჯონ კირბის თქმით, უკრაინელები წვრთნების ფარგლებში ისწავლიან იმ რადარების სისტემებისა და ჯავშანტრანსპორტის მართვასაც, რასაც აშშ უკრაინას უახლესი სამხედრო დახმარების პაკეტით უგზავნის. 

„ეს ძალისხმევა გაგრძელებაა იმ პირველადი საარტილერიო წვრთნის, რაც უკრაინის ძალებმა სხვაგან უკვე მიიღეს და ასევე მოიცავს რადარების სისტემებსა და ჯავშანტრანსპორტზე წვრთნებსაც, რაც ახლახან გამოცხადდა უსაფრთხოებაში დახმარების პაკეტის ნაწილად“ - განაცხადა პენტაგონის პრეს მდივანმა, ჯონ კირბიმ.

კირბის თქმით, გერმანია ერთ-ერთია იმ დაახლოებით სამი ლოკაციიდან, რომელსაც აშშ უკრაინელის გარეთ უკრაინელი სამხედროების წვრთნისთვის იყენებს. მას სხვა ლოკაციები არ დაუსახელებია.

პენტაგონის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ წვრთნების ნაწილი ფლორიდის ეროვნული დაცვის სამსახურებიც გამარტავენ, ვისაც რუსეთის შეჭრამდეც წვრთნიდნენ უკრაინელებს.

„ახლახან ფლორიდის ეროვნული დაცვის წევრების შეხვედრა მათ უკრაინელ კოლეგებთან, როგორც გვითხრეს, ემოციური იყო, იმ ძლიერი კავშირების გათვალისწინებით, რაც მათი თანაცხოვრებისა და ერთად მუშაობის შედეგად შეიქმნა, მანამ სანამ მათი გზები თებერვალში დროებით გაიყრებოდა“, - განაცხადა კირბიმ.


close დახურვა