logo
ENG



აშშ-მ შესაძლოა ორბანის პოლიტიკური მოკავშირეები დაასანქციროს

14 აპრ 202311:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/14/jjxypttxl98w96d.jpg

აშშ-ის კონგრესში ორპარტიული ჯგუფი ვიქტორ ორბანის მთავრობასთან დაკავშირებული უნგრეთის პოლიტიკური ფიგურებისთვის სანქციებს ამზადებს.

სანქციების კანონპროექტი ეხება ყოფილ თანამდებობის პირებს და მთავრობის მხარდამჭერებს, რომლებიც ძირითადად პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიასთან არიან დაკავშირებულნი.

კანონპროექტი კონგრესს სავარაუდოდ მომავალ თვეში წარედგინება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი ფართო მხარდაჭერას მოიპოვებს.

სანქციების კანონპროექტი მზადდება ვაშინგტონსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ სანქციებს უწესებს ორბანთან დაახლოებულ პირებს. 2014 წელს ვაშინგტონმა ბევრ უნგრელ ფიგურას შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა, მათ შორის იყო ეროვნული საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი, ის კორუფციაში დაადანაშაულეს. ჯერ-ჯერობით სანქციების სამიზნე პირების ვინაობა არ სახელდება. 


close დახურვა