logo
ENG



აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენელი ჰუსიტების ობიექტებზე იერიში მიიტანეს

12 იან 202410:14
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენელი ჰუსიტების ობიექტებზე იერიში მიიტანეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით, იემენელი ჰუსიტების ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას, რომელიც მანამდე სხვადასხვა უცხოურმა მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს.

"დღეს ჩემი მითითებით, განვახორციელეთ წარმატებული დარტყმები იემენში არსებულ ობიექტებზე, რომლებსაც ჰუსიტი მებრძოლები იყენებდნენ, რათა საფრთხე შეექმნათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო, სავაჭრო გზისთვის. ეს დარტყმები არის წითელ ზღვაში ჰუსიტი მებრძოლების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი. ჰუსიტების ამ თავდასხმებმა საფრთხის წინაში დააყენა ამერიკული პერსონალი, მეზღვაურები და ჩვენი პარტნიორები, საფრთხის ქვეშ დააყენა ვაჭრობა", - აღნიშნა ბაიდენმა.

*50-ზე მეტი ქვეყნის კომერციულ გემებზე სულ 27 თავდასხმა განხორციელდა. 20-ზე მეტი ქვეყნის ეკიპაჟს ან დაემუქრნენ ან მეკობრეობის დროს მძევლად აიყვანეს. 2000-ზე მეტი გემი იძულებული გახდა შეეცვალა მარშრუტი, რათა თავიდან აეცილებინა წითელი ზღვა - ამან შესაძლოა საქონლის რამდენიმეკვირიანი დაგვიანება გამოიწვიოს.


close დახურვა