აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, ჰუსიტების 18 ობიექტზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
"აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედროებმა ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მხარდაჭერით, იემენში, ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
სამხედროებმა დარტყმები განახორციელეს მიწისქვეშა იარაღის საწყობებზე, სარაკეტო ბაზებზე, უპილოტო საფრენი აპარატების კომპლექსებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რადარებსა და ვერტმფრენებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოცემა BBC-ის ცნობით, ეს არის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშების მეოთხე სერია, წითელ ზღვაში მათ მიერ ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ.
აშშ იერიშებს მას შემდეგ ახორციელებს, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ გასცემდა "მრავალსაფეხურიან" პასუხს იმ უპილოტო თავდასხმაზე, რომელმაც სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა.