logo
ENG



აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

19 აგვ 202413:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/19/6uvphv7eklhazk5.jpg

Politico-ს ცნობით, აშშ-ის და სამხრეთ კორეის ჯარებმა ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყეს, რომლის მიზანი ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მათი ერთობლივი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა.

მხარეები აცხადებენ, რომ მათი ერთობლივი წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა.

წვრთნები 11 დღის განმავლობაში, 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ წლევანდელი პროგრამა ორიენტირებულია ჩრდილოეთ კორეის სხვადასხვა საფრთხის  წინააღმდეგ მათი მზადყოფნის ამაღლებაზე.

გავრცელებული ინფრომაციით, წვრთნებში მონაწილეობას, დაახლოებით, 19 000 სამხრეთ კორეელი სამხედრო მოსამსაურე მიიღებს. აშშ-ის არმიას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი ჩაერთვება წვრთნებში.

 


close დახურვა