logo
ENG



აშშ-მა ერაყში დაჯგუფება ჰარაკატ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბაზე იერიში მიიტანა და მათი ლიდერი მოკლა

05 იან 202409:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/05/02bq2emz7tiqg16.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერაყში შიიტურ სამხედრო დაჯგუფება ჰარაკატ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაჯგუფების ლიდერი, მუშტაკ ჯავად კაზიმ ალ-ჯავარი მოკლეს. ამ დაჯგუფებამ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა არაერთხელ განახორციელა.

პენტაგონის ცნობით, ხსენებული დაჯგუფება მოქმედებს როგორც ერაყში, ისე სირიაშიც. იერიშის დროს ექსტრემისტული ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი მოკვდა, რომელიც ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების ორგანიზებაში და უშუალო პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

პენტაგონში ამბობენ, რომ იერიში თავდაცვის ფარგლებში განხორციელდა და მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა.


close დახურვა