logo
ENG



აშშ-მა მსოფლიოში ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელი რუსული კომპანია დაასანქცირა

25 სექ 202322:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/25/gcfjgzk3rah3hbx.jpg

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ 5 რუსულ და 11 ჩინურ კომპანიას საექსპორტო შეზღუდვები დაუწესა - ამ კომპანიების ნაწილი რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებისთვის კომპონენტებს აწვდის.

9 კომპანია, მათ შორის ჩინური Asia Pacific Links Ltd და რუსული SMT-iLogic-ი, კომპონენტებს რუსეთის სპეციალური ტექნოლოგიების ცენტრს აწვდიდა, რომელიც ასევე სანქცირებულია. შემდგომში ამ დრონებს რუსეთის სამხედრო დაზვერვა იყენებდა.

Asia Pacific Links Ltd. მანამდე ჟურნალისტურ გამოძიებაშიც ფიგურირებდა, რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რომ ის რუსული უპილოტო საფრენი აპარატისთვის - ორლან-10-სთვის კომპონენტებს აწვდიდა. ეს კომპანია SMT iLogic-თან ერთად აშშ-ის სანქციების ქვეშ მაისშიც მოჰყვა.

კიდევ 6 კომპანია ირანის მიერ დამზადებული დრონებისთვის კომპონენტების მიწოდებაში დაადანაშაულეს - უკრაინასთან ომში რუსეთი ირანულ დრონებს აქტიურად იყენებს.

გარდა ამისა, ე.წ. შავ სიაში კიდევ რუსული კომპანია VSMPO-Avisma მოხვდა, რომელიც ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში.


close დახურვა