ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნიკოლას მადუროს თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა.
CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაადგინეს, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევითაა შეძენილი.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მადურო თვითმფრინავით ოფიციალური ვიზიტების დროს სარგებლობდა.
CNN-ის ცნობითვე, Dassault Falcon 900EX დაახლოებით 13 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.
"ეს მკაფიო გზავნილია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, ვერავინ აარიდებს თავს აშშ-ის სანქციებს"- აცხადებენ ოფიციალური პირები.
ოფიციალური მონაცემებით, ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდანაა. არჩევნების შედეგებს ვენესუელაში პროტესტი მოჰყვა.
ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვება დაადასტურა.