logo
ENG



აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, ე.წ. შავ სიაში მარია ზახაროვაც შეიყვანეს

02 ივნ 202221:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/02/zbc1sr3o97pzv7w.jpeg

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს ახალი სანქციები დაუწესა. კერძოდ, აშშ-მა სანქციები დაუწესა 7 იახტას, რომელიც რუსულ ელიტასა და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკავშირდება, 16 კომპანიას და 3 თვითმფრინავს.

საერთაშორისო აქტივებზე კონტროლის მქონე დეპარტამენტმა OFAC-მა დაადგინა, თუ როგორ უკავშირდებიან პუტინს იახტა Graceful-ი, რომელიც რუსული დროშის ქვეშ ცურავს და იახტა Olympia, რომელიც კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ გადაადგილდება. სწორად ეს იახტები გამოიყენა პუტინმა მოგზაურობის დროს, მათ შორის 2021 წელს შავ ზღვაში, როდესაც მას ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შეუერთდა. სანქციები ასევე შეეხო იმ კომპანიებსა და ერთ კერძო პირს, რომლებიც მართავენ ან ფორმალურად ფლობენ ამ იახტებს. ეს კომპანია SCF Management Services Cyprus Ltd-ა; ასევე კომპანიები - Ironstone Marine Investments, JSC Argument და მისი სააქციო მესაკუთრეები ანდრეი გასილოვი და კომპანია O’Neill Assets Corporation.

უტინთან დაკავშირებული იახტების სიაში შევიდნენ - Shellest-ი და Nega, რომლებიც რუსულ კომპანიებს ეკუთვნის. იახტა Shellest-ი ხშირად ფიქსირდება იმ ადგილას, სადაც ვლადიმერ პუტინის ვილაა განლაგებულია, ხოლო იახტა Nega-ს ის იყენებდა მოგზაურობის დროს, როდესაც რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდა. სანქციების სიაში შეიყვანეს სან-მარინოში დარეგისტრირებული Skyline Aviation, მისი ოკუპირებულ ყირიმში მოღვაწეობის გამო. სანქციები შეეხო კიდევ ერთ იახტას, ვერტმფრენს და თვითმფრინავს, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატ, ოლიგარქ ანდრეი სკოჩს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ სანქციების სიაში ასევე შეიყვანეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი დაამტკიცა.

 


close დახურვა