logo
ENG



აშშ-მა რუსული ლითონის პროდუქტების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

25 აგვ 202400:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/24/6yua2osxs6bl4eu.png

აშშ-ის ხაზინამ და სახელმწიფო დეპარტამენტებმა რუსული ლითონის პროდუქტების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრეს. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

სანქციები 400-მდე ფიზიკურ პირსა და სუბიექტს შეეხება, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით აზიასა და ევროპაში.

"რუსეთმა გადააქცია თავისი ეკონომიკა კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინსტრუმენტად. ხაზინის დღევანდელი ქმედებები განაგრძობს პრეზიდენტ ბაიდენის და მისი G-7 კოლეგების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზის მიწოდების ჯაჭვისა და მისი გადახდის არხების ჩაშლის შესახებ", - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივნის მოადგილემ უოლი ადეემომ.

სანქციები ეხება რუსეთის ტექნოლოგიურ და ფინანსურ სექტორებს, ასევე მსხვილ რუსულ მეტალურგიულ და სამთო კომპანიებს, რომლებიც მიეკუთვნებიან "სტრატეგიულ მეტალურგიულ ინდუსტრიას". კერძოდ, დაწესებულია შეზღუდვები მეტალურგიული გიგანტის Evraz-ის რიგ საწარმოებზე, რომელსაც რომან აბრამოვიჩი აკონტროლებს - ნიჟნი ტაგილის მეტალურგიული ქარხანა (NTMK), გაერთიანებული დასავლეთ ციმბირის მეტალურგიული ქარხანა, Vanady Tula საწარმო, Evraz Market და Evrazholding Finance. სანქციები ასევე დაწესდა რუსეთის რამდენიმე მაღაროს წინააღმდეგ.


close დახურვა