ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტრანსნაციონალური ქსელის 42 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაში წერია, ხსენებული ტრანსნაციონალური ქსელი რუსეთისთვის სამხედრო-სამრეწველო ტექნოლოგიებს ყიდულობდა. ეს ქსელი, რომელიც 14 ფიზიკური და 28 იურიდიული პირისგან შედგება, კრემლთან დაახლოებულ ორი ოლიგარქთან - სულეიმან კერიმოვთან და ანრეი გურიევთან არის დაკავშირებული.
"შეერთებული შტატები გააგრძელეს კრემლის სამხედრო მომარაგების ჯაჭვის გამოვლენასა და განადგურებას, და უარს ეტყვის რუსეთს აღჭურვილობასა და ტექნოლოგიაზე, რომელიც მას უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომის საწარმოებლად ესაჭიროება", - თქვა ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა.
სანქციები დაუწესდა რუსული მწარმოებელი კომპანია მილანდრის შვილობილ კომპანიებს - სომხეთში, შვეიცარიაში, ტაივანში, ასევე ამ კომპანიების ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც რუსეთში უკანონო იმპორტს ხელს უწყობდნენ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე სანქციები დაუწესა 8 კერძო თვითმფრინავს, რომელიც ოლიგარქ კერიმოვის კომპანიის ბალანსზე იყო.