ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.