აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს სირიის ლიდერის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში.
ცნობილია, რომ ალ-შარაას აშშ-ში ჩასვლის მთავარი მიზანი ვაშინგტონის სანქციების სრული გაუქმება იყო.
პრეზიდენტების შეხვედრის პარალელურად აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ე.წ. „კეისრის სანქციების“ აღსრულების შეჩერებას 180 დღით გაახანგრძლივებს, თუმცა მათი მთლიანად გაუქმება მხოლოდ აშშ-ის კონგრესს შეუძლია.
ცნობისთვის, ეს აქტი მასშტაბურ სანქციებს აწესებდა ასადის რეჟიმის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
