პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით, აშშ-მა უკრაინას 988 მილიონი დოლარის ღირებულის დახმარების პაკეტი გამოუყო.
გავრცელებული ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, უპილოტო თვითმფრინავებს, სამხედრო აღჭურვილობას, საარტილერიო სისტემების სათადარიგო ნაწილებს, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის მოვლისა და შეკეთების საშუალებებს მოიცავს.
"დღეს, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხას გამოჰყოფს, რომელიც ქვეყანას გამარჯვებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს. უკრაინა მიიღებს საბრძოლო მასალას, რომელიც სარაკეტო სისტემებისთვის არის საჭირო, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. ეს პაკეტი ასევე მოიცავს ტექნიკური და სარემონტო პროგრამების მხარდაჭერას, რომელიც დაეხმარება უკრაინას აღადგინოს შეიარაღებული ძალები, განავითაროს და შეინარჩუნოს საბრძოლო ძალა", - ვკითუხლობთ პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე.